თავში

უკრაინაში კორონავირუსის ორი ანტირეკორდი დაფიქსირდა

​უკრაინაში კორონავირუსის ორი ანტირეკორდი დაფიქსირდა
უკრაინაში კორონავირუსის ორი ანტირეკორდი დაფიქსირდა

უკრაინაში მედიკოსებმა ბოლო-დღე ღამეში კორონავირუსის ორი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ერთი ინფიცირებულთა რიცხვის გამოვლენას, მეორე კი ჰოსპიტალიზაციას უკავშირდება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ის 1732 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 110 ბავშვი და 78 სამედიცინო მუშაკია. ამავე პერიოდში საავადმყოფოში 330 კოვიდინფიცირებული გადაიყვანეს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინაში კორონავირუსი 581-მა ადამიანმა დაამარცხა, 19 კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან COVID-19 87 872 ადამიანს დაუდასტურდა, 2 011 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system