თავში

უკრაინაში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი განიკურნა

​უკრაინაში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი განიკურნა
უკრაინაში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი განიკურნა

უკრაინაში განიკურნა პირველი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდომიმართვისას განაცხადა.

"პაციენტს კორონავირუსზე განმეორებითი ლაბორატორიული ტესტი ჩაუტარეს და მან უარყოფითი შედეგი აჩვენა. შესაბამისად, ოფიციალურად ვაცხადებთ - უკრაინაში არის პირველი ადამიანი, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა. მას საავადმყოფოდან დღეს დაწერენ და ის სახლში დაბრუნდება", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უახლოეს 48 საათში ჩინეთიდან 10 მილიონ ტესტ, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 10 აპარატს, მილიონ პირბადეს, 400 ათას ექსპრეს-ტეტსა და დეზინფექციური სითხის 10 ათას ლიტრს მიიღებენ.

უკრაინაში ამ დროისთვის ინფიცირების 26 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system