თავში

უკრაინაში მომსახურების სექტორში რუსული ენის გამოყენება აიკრძალა

უკრაინაში მომსახურების სექტორში რუსული ენის გამოყენება აიკრძალა
უკრაინაში მომსახურების სექტორში რუსული ენის გამოყენება აიკრძალა

უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი "უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების შესახებ", რომელიც ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სექტორის უკრაინულ ენაზე გადასვლასა და აღნიშნულ სფეროში რუსული ენის გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს. 

მომსახურების სფეროს ყველა სექტორი ვალდებული იქნება მომხმარებელს საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ უკრაინულ ენაზე მიაწოდოს. 

სხვა, ორივე მხარისათვის მისაღებ ენაზე მომსახურება მხოლოდ კლიენტის მოთხოვნით იქნება შესაძლებელი. 

რეგულაციის დარღვევისთვის კანონი სპეციალურ ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. 

აღნიშნული კანონი უკრაინის პარლამენტმა 2019 წლის 25 აპრილს მიიღო, თუმცა ის ძალაში დღეიდან შევიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system