თავში

უკრაინაში ობობას კბენის შემდეგ მამაკაცს ფეხები მოკვეთეს

​უკრაინაში ობობას კბენის შემდეგ მამაკაცს ფეხები მოკვეთეს
უკრაინაში ობობას კბენის შემდეგ მამაკაცს ფეხები მოკვეთეს

უკრაინის ქალაქ ნიკოპოლში მამაკაცმა ობობის კბენის შედეგად ორივე ფეხი დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ NikopolNews ავრცელებს.

54 წლის ელექტრიკოსი სტანისლავ ბოიკო თავის აგარაკზე ვაზს სხლავდა, როდესაც მას მწერმა უკბინა. ამის შემდეგ მამაკაცის მდგომარეობა გართულდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმებმა ორივე ფეხის ამპუტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ახლა მას ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება.

უკვე დადგენილია, რომ ობობა, რომელმაც მამაკაც უკბინა, Eutichuridaе-ს სახეობას მიეკუთვნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system