თავში

უკრაინაში Pfizer-ის ყალბი ვაქცინის თითო დოზას $250-ად ყიდდნენ

უკრაინაში ​Pfizer-ის ყალბი ვაქცინის თითო დოზას $250-ად ყიდდნენ
უკრაინაში Pfizer-ის ყალბი ვაქცინის თითო დოზას $250-ად ყიდდნენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინა,  რომელიც  COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ყალბი ვაქცინის თითო დოზას 250 აშშ დოლარად ყიდდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

დაზვერვის სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ დაჯგუფებაში უკრაინის, რუსეთის, ნიგერიისა და სიერა ლეონეს მოქალაქეები შედიოდნენ. 

მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, თაღლითები ვაქცინის რეკლამას სოციალურ ქსელებში ათავსებდნენ. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ვაქცინების ავთენტურობის მეტი დამაჯერებლობის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა პოტენციურ მყიდველებს  ყალბი საგარანტიო წერილები მიაწოდეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი რუს და ინდოელ კლიენტებზე მუშაობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system