თავში

უკრაინაში სააკაშვილის ქვეყნიდან გასვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

​უკრაინაში სააკაშვილის ქვეყნიდან გასვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო
უკრაინაში სააკაშვილის ქვეყნიდან გასვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ოდესაში მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Цензор.НЕТ-ის მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი ავრცელებს.

"1 ოქტომბერს საქართველოში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ძებნა იყო გამოცხადებული და ახალი საქმე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით - აღიძრა“, – წერს ბუტუსოვი.

მისივე თქმით, სააკაშვილმა საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა. გავრცელებული ცნობით, მან საზღვრის გადაკვეთა საზღვაო ბორნით შეძლო, რომელიც ჩერნომორსკიდან ბათუმში სატვირთო ავტოტრანსპორტით გაემგზავრა.

ბუტუსოვი აღნიშნავს, რომ უკრაინიდან სააკაშვილის გასვლის ფაქტზე სამსახურებრვი გამოძიება დაიწყო უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმაც, რადგან სააკაშვილის უკრაინიდან გასვლა არსად ფიქსირდება.

ამასთან, Цензор.НЕТ-ის მთავარი რედაქტორი წერს, რომ ან ამის გამო, ან სხვა მიზეზით, უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის ოდესის სამმართველოს უფროსს უფლებამოსილება დროებით შეუწყვიტეს.

"უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს, წარუდგინოს ახსნა-განმარტება საქართველს მთავრობას, თუ როგორ მოხვდა სააკაშვილი საქართველოში ისე, რომ ის უკრაინელმა მესაზღვრეებმა ვერ შენიშნეს", - წერს ბუტუსოვი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system