თავში

უკრაინაში შესაძლოა ორმაგი მოქალაქეობა დაუშვან

​უკრაინაში შესაძლოა ორმაგი მოქალაქეობა დაუშვან
უკრაინაში შესაძლოა ორმაგი მოქალაქეობა დაუშვან

უკრაინის ხელისუფლება ამზადებს კანონპროექტს, რომლის მიხედვით უკრაინული პასპორტის მისაღებად სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა საჭირო აღარ იქნება. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის უფროსმა, მაქსიმ სოკოლიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი განსახილველად უკრაინის უმაღლეს რადაში გაიგზავნება.

"არ არის გამორიცხული, რომ იქნება დამატებითი პროექტების. თუმცა ცვლილებების ვექტორი პრეზიდენტმა დაადგინა. ორმაგი მოქალაქეობა - ეს უკრაინაში იმიგრაციის თავისებური პროგრამაა. ჩვენ მოსახლეობას ვკარგავთ, ძალინ ბევრი ეკონომიკური მიგრანტი დავკარგეთ", - აღნიშნა სოკოლიუკმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system