თავში

უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 22 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 22 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 22 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

„სამხედრო თვითმფრინავმა Ан-26-მა კატასტროფა დაშვებისას განიცადა. ეკიპაჟის გარდა თვითმფრინავში უკრაინის საჰაერო ძალების ხარკოვის უნივერსიტეტის კურსანტები იმყოფებოდნენ. სულ თვითმფრინავში 28 ადამიანი იმყოფებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ორი გადარჩენილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მაშველები მუშაობას განაგრძობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system