თავში

უკრაინის ადგილობრივ არჩევნებზე ვლადიმერ ზელენსკიმ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

უკრაინის ადგილობრივ არჩევნებზე ვლადიმერ ზელენსკიმ საკუთარი პოზიცია დ
უკრაინის ადგილობრივ არჩევნებზე ვლადიმერ ზელენსკიმ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 2020 წლის უკრაინის ადგილობრივ არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

”ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი უკრაინელისთვის მნიშვნელოვანია, რომ ავირჩიოთ ის ხალხი, ვისაც ვენდობით”, - განაცხადა ზელენსკიმ საარჩევნო უბნის დატოვებისას.

ადგილობრივ არჩევნებში საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, ზელენსკი მოხალისეებთან მივიდა და მის მიერ ინიცირებული გამოკითხვის ფორმა შეავსო. 

უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივის ფარგლებში, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად, ამომრჩევლებს ხუთ შეკითხვას დაუსვამენ. ხუთი შეკითხვა ეხება კორუფციისთვის სამუდამო პატიმრობას, დონბასის ოკუპირებულ ნაწილში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას, დეპუტატების რაოდენობის 300-მდე შემცირებას, სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის ლეგალიზებას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ბუდაპეშტის მემორანდუმის გამოყენებას.

დღეს, უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system