თავში

"უკრაინის ავიახაზები" თეირანში რეისებს წყვეტს - განახლებულია

​"უკრაინის ავიახაზები" თეირანში რეისებს წყვეტს
უკრაინის ავიახაზები თეირანში რეისებს წყვეტს - განახლებულია

ავიაკომპანია "უკრაინის ავიახაზები" თეირანში რეისებს დროებით წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა.

ავიაკომპანიამ თეირანთან თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მათი ნათესავებისა და ახლობლების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ უკრაინა მთელს სამოქალაქო ფლოტს შეამოწმებს. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ გამოსცა.

"უკრაინის ავიახაზების" განცხადებით, თეირანთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Boeing 737-800 NG 2016 წელს გამოვიდა და ბოლოს ტექნიკური მომსახურება 6 იანვარს გაიარა. 

„ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თვითმფრინავი, შესანიშნავი და საიმედო ეკიპაჟით“, - განაცხადა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ავიაკომპანიის პრეზიდენტმა ევგენი დიხნემ.

კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ იგორ სოსნოვკის თქმით, ეკიპაჟის შეცდომა პრაქტიკულად გამორიცხულია. ეკიპაჟის შემადგენლობაში ორი პილოტი, ერთი ინსტრუქტორი და ექვსი ბორტგამცილებელი იყო.

ირანში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

„უკრაინული სამგზავრო ლაინერის ირანში ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის პრობლემები გახდა და არა ტერორიზმი“, - განაცხადეს საელჩოში.

ირანელმა მაშველებმა იმ ადგილზე, სადაც უკრაინულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, შავი ყუთები იპოვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ირანის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნაპოვნია ორივე შავი ყუთი.

უკრაინული ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიაკატასტროფისას დაღუპულთა წამომავლობას ასახელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ პრისტაიკო აცხადებს, რომ თეირანთან "უკრაინული ავიახაზების" თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11 მოქალაქე დაიღუპა. მისი ინფორმაციით, ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის შვედეთის 10, ავღანეთის 4, გერმანიის სამი და დიდი ბრიტანეთის სამი მოქალაქე.

"ვუსამძიმრებთ. უკრაინის ხელისუფლება გამოძიებას განაგრძობს", - განაცხადა პრისტაიკომ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system