
შობის დღესასწაულის 7 იანვრიდან 25 დეკემბერზე გადმოტანას უკრაინელთა მხოლოდ 25% უჭერს მხარს, 64% კი ინიციატივას ეწინააღმდეგება. ასეთია სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელსაც ჯგუფი "რეიტინგი" ავრცელებს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ დინამიკაში, მათი რიცხვი, ვინც დღესასწაულის თარიღის შეცვლის მომხრეა, გაიზარდა. 2016 წელს იდეას 15% დაუჭირა მხარი, 69% წინააღმდეგი იყო.
ყველაზე მეტი მხარდამჭერი უკრაინის დასავლეთ ნაწილში დაფიქსირდა. შობის 25 დეკემბერს აღნიშვნას 43% უჭერს მხარს, წინააღმდეგი დაახლოებით იგივე რაოდენობაა.
სოციალურმა ჯგუფმა "რეიტინგი" არჩევითობის პრინციპით, 18 წლის ზემოთ ასაკის 2000 მოქალაქე გამოკითხა. ცდომილება 2,2% შეადგენს.