თავში

უკრაინის პარლამენტთან ღორი კუბოში ჩააწვინეს

​უკრაინის პარლამენტთან ღორი კუბოში ჩააწვინეს
უკრაინის პარლამენტთან ღორი კუბოში ჩააწვინეს

უკრაინის უმაღლეს რადასთან კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა კვლავ ნებადართული ხდება. დემონსტრანტებმა შენობასთან კუბოში მოთავსებული ღორი მიიტანეს.

ფოტოს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინელი ჟურნალისტი, ბოგდან ამინოვი ავრცელებს.

„დიდი არაფერი. უბრალოდ მკვდარი ღორი კუბოში უმაღლესი რადის შენობის ფანჯრების ქვეშ. თურმე, ეს მიწის ბაზრის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ნაწილია“, - წერს ჟურნალისტი.

აგვისტოს დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებული რეფორმების გატარებას გეგმავს. ქვეყანაში მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი 14 წელია მოქმედებს.

კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში განიხილება, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც შიშობენ, რომ მორატორიუმის გაუქმების შემდეგ მიწები უცხოელების ხელში აღმოჩნდება.

უკრაინის ხელისუფლება საკითხზე რეფერენდუმის გამართვას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system