თავში

უკრაინის პრემიერი: რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემებიდან გამოყოფა ისტორიული გადაწყვეტილებაა

​უკრაინის პრემიერი: რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემებიდან გამოყოფა
უკრაინის პრემიერი: რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემებიდან გამოყოფა ისტორიული გადაწყვეტილებაა

უკრაინაში 2023 წლისთვის დამოუკიდებელ ენერგეტიკულ სისტემას შექმნიან. ამის შესახებ ტელეარხ "უკრაინა 24-ის" ეთერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ალექსეი გონჩარუკმა განაცხადა. მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც უკრაინა ევროპულ სისტემას მიუერთდება. ამისთვის კი რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემებიდან გამოყოფაა აუცილებელი.

"ამას ვერსად გავექცევით და ეს ისტორიული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია", - აღნიშნა გონჩარუკმა.

უკრაინის პრემიერის თქმით, შესაბამისი საბუთები უკვე ხელმოწერილია. უკრაინისა და ევროპის ენერგოქსელების გაერთიანება 3 წელიწადში დასრულდება.

"ეს ელექტროენერგიის ექსპორტისა და ამისგან სარგებელის მიღების საშუალებასაც კი მოგვცემს", - განაცხადა გონჩარუკმა. 

30 დეკემბერს რუსეთი და უკრაინა გაზის ტრანზიტის გაგრძელების საკითხზე შეთანხმდნენ. ახალი შეთანხმება 2025 წლამდე იქნება გათვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system