თავში

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სამხედრო ხომალდს ესტუმრა

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სამხედრო ხომალდს ესტუმრა
უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სამხედრო ხომალდს ესტუმრა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო-გამანადგურებელ ხომალდ „როსზე“ სტუმრობისა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხად, რომ უკრაინა პარტნიორების დახმარებით შეძლებს, უფრო წარმატებით დაიცვას თავი რუსეთისგან. 

ოდესის ოლქში სამუშაო ვიზიტის დროს ვლადიმირ ზელენსკიმ მოინახულა ამერიკული სამხედრო ხომალდი, რომელიც საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო სწავლებაში მონაწილეობს.

"გვჯერა, ჩვენი პარტნიორების, აშშ-ის მხარდაჭერის წყალობით, როგორც ხმელეთზე, ისე წყალზე და ჰაერზე, ჩვენ შევძლებთ, უფრო თავდაჯერებულად დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა", – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში 2025 წლისთვის სამი ახალი დივიზიონი შეიქმნება, რომელის საზღვაო ძალებს შეუერთდება და მათ აღჭურვილობაში ფრთოსანი რაკეტებიც იქნება წარმოდგენილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system