თავში

უკრაინის პრეზიდენტმა ძალოვნებს დაავალა, პრემიერ-მინისტრის მოსმენაში ეჭვმიტანილები გამოავლინონ

​უკრაინის პრეზიდენტმა ძალ
უკრაინის პრეზიდენტმა ძალოვნებს დაავალა, პრემიერ-მინისტრის მოსმენაში ეჭვმიტანილები გამოავლინონ

უკრაინის პრეზიდენტმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა. შეხვედრას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. ვლადიმერ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის მოსმენაში ეჭვმიტანილების დასადგენად ორკვირიანი ვადა მისცა.

ვითხოვ, რომ ორ კვირაში, რაც შეიძლება მალე მივიღოთ ინფორმაცია, ვინ აწარმოებს ჩაწერას“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს ინტერნეტში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც უკრაინის პრემიერ-მინისტრის ხმით მოსაუბრე ადამიანი აცხადებს, რომ „ის ეკონომიკაში ვერ ერკვევა და ასევე პრეზიდენტიც ეკონომიკურ საკითხებში არაკომპეტენტურია“.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ალექსეი გონჩარუკმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გადასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system