თავში

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სახლში ბიზნესმენი მოკლეს

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სახლში ბიზნესმენი მოკლეს
უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სახლში ბიზნესმენი მოკლეს

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ლეონიდ კოჟარის სახლში გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნული პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოკლულია 56 წლის უკრაინის მოქალაქე, ბიზნესმენი სერგეი სტარიცკი. პოლიცია მომხდარს თვითმკვლელობად მიიჩნევდა, თუმცა დღეს დილით გაკეთებული განცხადების თანახმად, პროკურატურამ მომხდარი მკვლელობად დააკვალიფიცირა.

ამ დროისათვის, მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია, საქმის გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system