თავში

უკრაინის რადაში რიგგარეშე სხდომა იგეგმება

უკრაინის რადაში რიგგარეშე სხდომა იგეგმება
უკრაინის რადაში რიგგარეშე სხდომა იგეგმება

უკრაინის უმაღლესმა რადამ მომავალი კვირის ბოლოს, რიგგარეშე სხდომაზე შესაძლოა საკადრო დანიშვნების საკითხი განიხილოს. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა დიმიტრი რაზმუკოვმა განაცხადა, რომ დეპუტატები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვენ, თუმცა სხდომის ზუსტი დრო განსაზღვრული არ არის.

„ჩემთვის ცნობილია, რომ  თუ სხდომა გაიმართება, ჩემი აზრით, ეს კვირის ბოლოსთვის მოხდება და მასზე შესაძლოა მინისტრთა კაბინეტში განსახორციელებელ საკადრო დანიშვნებზე ვიმსჯელოთ, თუმცა მთავრობის მხრიდან რადაში არანაირი შეტყობინება ჯერჯერობით არ შემოსულა. ჩემთვის ცნობილია, რომ საკადრო დანიშვნებთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტში, „ხალხის მსახურსა“ და სხვა ფრაქციებში განსხვავებული პოზიციები აქვთ“, - აღნიშნა რაზუმკოვმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა 30 აპრილს რადაში რიგგარეშე სხდომა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიცეპრემიერის პოსტი შესთავაზა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system