თავში

უკრაინის რუსეთისგან დასაცავად ჯო ბაიდენი ინიციატივათა პაკეტს ამზადებს

უკრაინის რუსეთისგან დასაცავად ჯო ბაიდენი ინიციატივათა პაკეტს ამზადებს
უკრაინის რუსეთისგან დასაცავად ჯო ბაიდენი ინიციატივათა პაკეტს ამზადებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, უკრაინის რუსეთისგან შესაძლო თავდასხმისგან დასაცავად ინიციატივების პაკეტს ამზადებს,.

„მუდმივ კონტაქტზე ვართ უკრაინულ მხარესთან და ევროპაში ჩვენს მოკავშირეებთან. ახლა ვამზადებ ინიციატივების ყოვლისმომცველ და მნიშვნელოვან პაკეტს, რომლის მიზანიც იქნება, რომ ვლადიმერ პუტინისთვის ძალიან რთული გახდეს იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც მას ახლა შეუძლია. ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა და იანვრის ბოლოსთვის ფართომასშტაბური სამხედრო შეტევისთვის შეიძლება მოემზადოს.

რუსული მედიის ცნობით, ბაიდენსა და პუტინს შორის მოლპარაკება 7 დეკემბერს გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system