თავში

უნდა ვეკონტაქტოთ თუ არა უცხოპლანეტელებს?

უნდა ვეკონტაქტოთ თუ არა უცხოპლანეტელებს?
უნდა ვეკონტაქტოთ თუ არა  უცხოპლანეტელებს?

დიდი ხანია მსოფლიოს მეცნიერები მსჯელობენ, ღირს, თუ არა, უცხოპლანეტელებთან კონტაქტში შესვლა, მათი აღმოჩენის შემთხვევაში.

ცნობილი ამერიკელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი მიტიო კაკუ უკვე მრავალი წელია მიიჩნევს, რომ მზის სისტემის გარეთ, კოსმოსში,არა ერთ პლანეტაზე ნამდვილად არსებობს სიცოცხლე და ჩვენ ერთ დღეს ასეთ დასახლებას აუცილებლად ვიპოვით, თუმცა როცა ეს მოხდება, მათთან უშუალო კონტაქტისგან თავი უნდა შევიკავოთ. ფიზიკოსის თქმით, უცხოპლანეტელები,თუ მათ არ შევეხებით, ჩვენთვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდნენ, რადგან მათ ჩვენ საერთოდ არ ვაინტერესებთ.

,,უახლოეს მომავალში NASA ორბიტაზე დიდი ფოკუსური მანძილის მქონე კოსმოსური ტელესკოპის გაგზავნას გეგმავს, რითაც ჩვენ ათასობით პლანეტის დაკვირვებას შევძლებთ. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ უცხოპლანეტელთა ცივილიზაციებთან კონტაქტების დამყარების დიდი შანსი არსებობს. ზოგიერთი ჩემი კოლეგა ამტკიცებს, რომ თუ ჩვენ უცხოპლანეტელებს აღმოვაჩენთ, მათ აუცილებლად უნდა ვაცნობოთ ჩვენს შესახებ, მაგრამ პირადად მე ეს იდეა საშინელებად მიმაჩნია. ჩვენ ხომ ვიცით, თუ რა დაემართა მონტესუმას, როდესაც ის მექსიკაში კორტესს შეხვდა ’’- განაცხადა მიტიო კაკუმ.

ამერიკელი ფიზიკოსი მიტიო კაკუ

ისტორიის თანახმად, ესპანურმა არმიამ კორტესის მეთაურობით მთლიანად გაანადგურა აცტეკების ცივილიზაცია. ასეთი იყო მათი უცხო ცივილიზაციასთან პირველი შეხების შედეგები.

მიტიო კაკუ ვარაუდობს, რომ უცხოპლანეტელები, რომლებსაც ჩვენ აღმოვაჩენთ, მშვიდობიანები იქნებიან, მაგრამ მისი თქმით,არ ღირს გარისკვა და ახლო კონტაქტში შესვლა ისეთ ცივილიზაციებთან, რომლებიც ათასობით და შესაძლოა მილიონობით წლით გვისწრებენ განვითარების თვალსაზრისით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system