თავში

უნგრეთის პრემიერმა ჩეხეთს 50 პოლიციელი სთხოვა

​უნგრეთის პრემიერმა ჩეხეთს 50 პოლიციელი სთხოვა
უნგრეთის პრემიერმა ჩეხეთს 50 პოლიციელი სთხოვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ჩეხეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს, ანდრეი ბაბიშს მიმართა თხოვნით, მისი ქვეყნის საზღვრის არალეგალური მიგრანტებისგან დაცვის გასაძლიერებლად 50 პოლიციელი გამოყოს. ამის შესახებ ბაბიშმა, რომელიც ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას Nepszava ავრცელებს.

”პრემიერმა მთხოვა, გამოვყო 50 ჩვენი პოლიციელი, რომლებიც უნგრეთის მესაზღვრეებს სამხრეთ საზღვრის უკანონო მიგრანტებისგან დაცვაში დაეხმარებოდნენ. ანალოგიური რამ 2015 წელს, ევროპაში მიგრაციული კრიზისის დროს მოხდა. ამას ჩვენს მთავრობას დასამტკიცებლად წარვუდგენ”, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.

22 სექტემბერს ორბანმა და ბაბიშმა უნგრეთ-სერბეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი მოინახულეს, სადაც ბაბიშმა უნგრეთის მესაზღვრეებს 12 სამხედრო კარავი გადასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system