თავში

უნგრეთის უდიდესი ეკლესიის გუმბათზე დროის კაფსულა აღმოაჩინეს

უნგრეთის უდიდესი ეკლესიის გუმბათზე
უნგრეთის უდიდესი ეკლესიის გუმბათზე დროის კაფსულა აღმოაჩინეს

უნგრეთის უდიდესი ეკლესიის, ესტერგომის ბრწყინვალე ტაძრის თავზე აღმართულ ჯვარში, 176 წლის წინანდელი დროის კაფსულა აღმოაჩინეს. კაფსულა წელს, სარემონტო სამუშაოების დროს იქნა ამოღებული. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

დალუქული სპილენძის ყუთი 100 მეტრიანი გუმბათის თავზე აღმოაჩინეს. აღმოჩენილი კონტეინერი ძლიერ იყო დაზიანებული, თუმცა როდესაც ის გახსნეს, ისტორიკოსებმა, თითქმის დაუზიანებელ მდგომარეობაში მყოფი საკათედრო ტაძრის მშენებლობის სხვადასხვა სახის დოკუმენტები აღმოაჩინეს.

საკათედრო ტაძრის ხაზინის დირექტორის, ცაბა ტოროკის თქმით, დოკუმენტები იმ დროინდელია, როდესაც ეკლესია (1822 წელი) აშენდა.

კაფსულა ჯვარში 1845 წელს მთავარეპისკოპოსმა იოზეფ კოპაჩისმა და მთავარმა არქიტექტორმა ჯოზეფ ჰილდმა განათავსეს.

”არქიეპისკოპოსმა იცოდა, რომ მის სიცოცხლეში ვერ შეძლებდა მშენებლობის დასრულებას, ამიტომ მას სურდა, რომ საკუთარი კვალი დაეტოვებინა და ამიტომ კაფსულა ჯვარში განათავსა”, - განაცხადა ტოროკმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system