თავში

უნგრეთში, LGBT უფლებების მხარდასაჭერად პრაიდი გაიმართა

უნგრეთში, LGBT უფლებების მხარდასაჭერად პრაიდი გაიმართა
უნგრეთში, LGBT უფლებების მხარდასაჭერად პრაიდი გაიმართა

ბუდაპეშტში, LGBT თემის წარმომადგენლებმა მრავალფეროვანი საზოგადოების მხარდასაჭერად მსვლელობა გამართეს. 

BBC-ის ცნობით, მსვლელობის მონაწილეები მთავრობას ვიქტორ ორბანის თაოსნობით, მათ უფლებების შელახავასა და ჰომოფობიური და ტრანსფობიური ქცევების დაკანონებაში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, ღონისძიების მიზანი მრავალფეროვანი, ღია, ინკლუზიური საზოგადოების მხარდაჭერაა.

საუბარია, უნგრეთში მიღებულ კანონზე, რომელიც სკოლებში, სასკოლო პროგრამებით, 18 წლამდე მოსწავლეებში, ჰომოსექსუალობასთან და სქესის ცვლილებასთან დაკავშირებული შინაარსის გავრცელებას კრძალავს.

7 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთის ხელისუფლებას ანტი-ლგბტ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უნგრეთი ევროკავშირის კანონმდებლობის სრული ძალის წინაშე აღმოჩნდება, თუ უკან არ დაიხევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system