თავში

აშშ-ში ხუთმა ტორნადომ 6 მილიონი ადამიანი დააზარალა

აშშ-ში ხუთმა ტორნადომ 6 მილიონი ადამიანი დააზარალა
აშშ-ში ხუთმა ტორნადომ 6 მილიონი ადამიანი დააზარალა

აშშ-ში ხუთმა ტორნადომ ნგრევა გამოიწვია. სტიქიური უბედურების გამო 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Watchers ავრცელებს.

ლუიზიანაში, პალმეტოში ტორნადომ, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 225 კმ/სთ იყო, სულ მცირე, 6 სახლი, რამდენიმე ავტომობილი და მისაბმელი გაანადგურა.

წყალდიდობის, სეტყვისა და ჭექა-ქუხილის შესახებ გაფრთხილება ასევე გამოცხადდა ოკლაჰომაში, ტეხასში, არკანზასსა და მისისიპის ნაწილებში. უამინდობამ თითქმის 6 მილიონი ადამიანი დააზარალა.

ცნობილია, რომ ორი ტორნადო ლუიზიანას, ორი მისისიპსა და ერთი არკანზას დაატყდა თავს. ამ შტატებში უამინდობის გამო, 50 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system