თავში

ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობები არსებობს - ბაირამოვი

ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობები არსებობს - ბაირამოვი
ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობები არსებობს - ბაირამოვი

სტოკჰოლმში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 28-ე შეხვედრის ფარგლებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სვეტლან სტოევს შეხვდა. ინფორმაზიას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მისი ცნობით, შეხვედრისას მინისტრებმა აზერბაიჯანსა და ბულგარეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების მდგომარეობით კმაყოფილება გამოთქვეს და ამ თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში განვითარების კუთხით ორმხრივი ინტერესი გამოთქვეს.

ბაირამოვმა კოლეგას რეგიონში არსებული პოსტკონფლიქტური ვითარება, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჩატარებული სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნო. აღინიშნა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე და აზერბაიჯანის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system