თავში

US News & World Report ყველაზე მძლავრი ქვეყნების რეიტინგს ავრცელებს

​US News & World Report ყველაზე მძლავრი ქვეყნების რეიტინგს ავრცელებს
US News & World Report ყველაზე მძლავრი ქვეყნების რეიტინგს ავრცელებს

ამერიკული ჟურნალი US News & World Report, 2019 წლის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ქვეყნების რეიტინგს ავრცელებს. პირველ ადგილს, ისევე როგორც გასულ წელს, აშშ იკავებს. მეორეზეა რუსეთი, მესამეზე ჩინეთი.

ეს რეიტინგი ცალკე შემადგენელი ნაწილია იმ უფრო ფართო რეიტინგისა, რომელსაც US News & World Report ყოველ წელს აქვეყნებს. საუკეთესო ქვეყნებად წელს 73 სახელმწიფო დასახელდა. პირველ ადგილზე შვედეთი, მეორეზე კანადა, მესამეზე კი იაპონია გავიდა. ხუთეულში გერმანია და ავსტრალიაც შედიან. სიის ბოლო ადგილებს იკავებს ომანი, სერბეთი და ლიბანი.

ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო ქვეყნებად ტაილანდი, მალაიზია და ჩინეთი დასახელდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ცხოვრების დონით კანადა, დანია და შვედეთი ლიდერობენ.

განათლების კუთხით საუკეთესი ქვეყნები აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადაა.

ეკოლოგიური მდგომარეობით კი შვედეთი, შვეიცარია და ფინეთი ლიდერობენ.

US News & World Report-მა რეიტინგი კომპანია BAV Consulting-თან და პენსილვანიის უნივერსიტეტთან ერთად შეადგინა. სოციოლოგიურ კვლევაში 36 ქვეყნიდან 21 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system