თავში

უზბეკეთი ყარაბაღში არსებულ სკოლას უსასყიდლოდ აღადგენს

უზბეკეთი ყარაბაღში არსებულ სკოლას უსასყიდლოდ აღადგენს
უზბეკეთი ყარაბაღში არსებულ სკოლას უსასყიდლოდ აღადგენს

თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (თურქული საბჭოს) წევრები  აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციისაგან განთავისუფლებული ტერიტორიების აღდგენაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. ამის შესახებ უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების სააგენტოს დირექტორმა ასაჯონ ხოჯაევმა განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, უზბეკეთმა აზერბაიჯანს ტერიტორიების რეკონსტრუქციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად დახმარება უკვე შესთავაზა. უახლოეს პერიოდში კი ზუსტად განისაზღვრება იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლის რეკონსტრუქციაშიც უზბეკეთიც შეიტანს წვლილს.

აღნიშნულ ობიექტებს შორის ყარაბაღში არსებული სკოლაც არის, რომელსაც უზბეკეთი უსასყიდლოდ აღადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system