თავში

უზბეკეთში ექიმი COVID 19-ის არასწორმა თვითმკურნალობამ იმსხვერპლა

უზბეკეთში ექიმი COVID 19-ის არასწორმა თვითმკურნალობამ იმსხვერპლა
უზბეკეთში ექიმი COVID 19-ის არასწორმა თვითმკურნალობამ იმსხვერპლა

უზბეკეთში ახალი ტიპის კორონავირუსის წარუმატებელი თვითმკურნალობის შედეგად ექიმი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ექიმს შეხება ჰქონდა ე.წ "ნულოვან პაციენტთან", რომელიც ასევე COVID-19-მა იმსხვერპლა და სავარაუდოდ, ინფექციაც სწორედ მისგან გადაედო. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ექიმი თვითმკურნალობის კურსს იტარებდა, რაც მხოლოდ 26 მარტს გახდა ცნობილი და იგი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმი კლინიკაში გადაყვანიდან ორ დღეში გარდაიცვალა. იგი მეორე პაციენტია, რომელიც უზბეკეთში კორონავირუსს ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system