თავში

ვაქცინა დედამიწის მოსახლეობის 25%-ს, შესაძლოა, 2022 წლამდე არ ჰქონდეს

ვაქცინა დედამიწის მოსახლეობის 25%-ს, შესაძლოა, 2022 წლამდე არ ჰქონდეს
ვაქცინა დედამიწის მოსახლეობის 25%-ს, შესაძლოა, 2022 წლამდე არ ჰქონდეს

დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს, სავარაუდოდ, კოროავირუსის ვაქცინის მიღებას 2022 წლამდე ვერ შეძლებს. ამას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ.

მეცნიერთა აზრით, ფინანსური შესაძლებლობების მქონე ქვეყნებმა ყველზე პერსპექტიული ვაქცინის დოზების 51% წინასწარ შეიძინეს და მათ ისინი უკვე რეზერვში აქვთ. შედარებით ღარიბ ქვეყნებს კი, რომელთა მოსახლეობა დედამიწის მცხოვრებთა 85 %-ს შეადგენს, ვაქცინის დარჩენილი დოზების ერთმანეთში განაწილება მოუწევთ. ამდენად, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილ ვადებშიც რომ შეძლონ ვაქცინის წარმოება, მსოფლიოს მოსახლეობის 25% ვაქცინაციას 2022 წლის დასაწყისამდე მაინც ვერ შეძლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system