თავში

ვაქცინა პანდემიას დაასრულებს - ფაუჩი

ვაქცინა პანდემიას დაასრულებს - ფაუჩი
ვაქცინა პანდემიას დაასრულებს - ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განაცხადებით, ვაქცინის წყალობით, კორონავირუსის პანდემია დიდი ხანს აღარ გაგრძელდება. 

„რა თქმა უნდა, პანდემია დიდხანს აღარრ გასტანს, რადგან მე მჯერა, რომ ვაქცინა სიტუაციას შეცვლის“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი შესუსტდება, მისი ცირკულირება გარკვეულ ადგილებში კვლავ მოსალოდნელია.

„ვირუსის შეჩერება არ ნიშნავს მის აღმოფხვრას. ეჭვი მეპარება, რომ მას აღმოვფხვრით. ვფიქრობ, ის შეიძლება ენდემური გახდეს და ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინის წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ მას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system