თავში

ვაქცინა თუ გაკეთებული გაქვთ, ქუჩაში პირბადე შეგიძლიათ მოიხსნათ - ფაუჩი

ვაქცინა თუ გაკეთებული გაქვთ,
ვაქცინა თუ გაკეთებული გაქვთ, ქუჩაში პირბადე შეგიძლიათ მოიხსნათ - ფაუჩი
© CNN — Gary Coronado/Los Angeles Times/Getty Images

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ მათ ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაკეთებული აქვთ, ქუჩაში ნიღბის ტარება აღარ სჭირდებათ.  ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"ჩვენ ეს გარდამავალი პერიოდი უნდა გავიაროთ. თუ თქვენ ვაქცინა გაკეთებული გაქვთ, ქუჩაში ნიღბის ტარება აღარ გჭირდებათ. თუ ძალიან უჩვეულო სიტუაციაა, სადაც გარემო გადაჭედილია ადამიანებით და ისინი ფაქტობრივად ერთმანეთს ეჯახებიან, მაშინ ნიღბის ტარება აუცილებელია, მაგრამ სხვა ნებისმიერ ვითარებაში, თუ თქვენ აცრილი ხართ და გარეთ იმყოფებით, მოიხსენით ნიღაბი, მისი ტარება აუცილებელი არ არის", - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system