თავში

ვაქცინაცია ვერცხლის ტყვია" არ არის - ჯანმო

​ვაქცინაცია „ვერცხლის ტყვია" არ არის - ჯანმო
ვაქცინაცია ვერცხლის ტყვია არ არის - ჯანმო

პანდემიის დასასრულებლად მხოლოდ ვაქცინაცია არ არის საკმარისი, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსმა მეცნიერმა, სუმია სვამინათანმა განაცხადა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

“ვაქცინაცია მხოლოდ ერთი იარაღია. ის არ არის „ვერცხლის ტყვია". ვაქცინები ძალიან ეფექტურია მძიმე დაავადებებისგან დასაცავად, მაგრამ დაინფიცირების წინააღმდეგ 100%-ით ეფექტური არ არის”,- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის.

ამასთან, მისი თქმით, უდიდეს პრობლემად ვაქცინაციის პროცესში არსებული უთანასწორობა რჩება და თუ მსოფლიო სოლიდარობას არ გამოიჩენს, პანდემიის დასრულებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.

"პანდემიის დასრულებას მეტი დრო დასჭირდება, თუ მსოფლიო არ გადაწყვეტს გამოიჩინოს სოლიდარობა, გააზიაროს პანდემიასთან ბრძოლის ის საშუალებები, ვაქცინები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რაც დღეს გვაქვს, რათა სიკვდილი შევაჩეროთ", - აღნიშნა სვამინათანმა.

მისი თქმით, მსოფლიოში კვირაში კორონავირუსით 40 000-45 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება, ეს კი უნდა შეწყდეს.

ორგანიზაციის მეცნიერმა ხაზი გაუსვა, რომ სამყარომ პანდემიისთვის მზადყოფნაზე ისევ უნდა იფიქროს და ამ მიზნით ინვესტირება განახორციელოს, რათა დამანგრეველი შედეგები, რომელიც მსოფლიომ ბოლო 20 თვის განმავლობაში განიცადა, თავიდან აიცილოს.

"არსებობს რამდენიმე კითხვა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს: როგორ მოვემზადოთ მომავალი პანდემიის პრევენციისთვის? და თუ ეს შეუძლებელი იქნება, როგორ აღმოვაჩინოთ ის ადრეულ ეტაპზე და როგორ გავუმკლავდეთ მას?",- განაცხადა სვამინათანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system