თავში

ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს ოჯახებში ანახევრებს

ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს ოჯახებში ანახევრებს
ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს ოჯახებში ანახევრებს

Public Health England-ის კვლევის მიხედვით, ინგლისში კორონავირუსის ვაქცინების გამოყენებას ინფექციის ტრანსმისიის განახევრება შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

კვლევის ფარგლებში დადგინდა ვაქცინების თვისება იმის შესახებ, თუ რამდენად ამცირებს ვირუსის გავრცელების შემთხვევებს ის. მონაცემების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შესაძლოა ინგლისში შეზღუდვების მოხსნა დააჩქაროს.

"ჩვენ უკვე ვიცით, რომ ვაქცინებს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია და ეს კვლევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ვირუსის გავრცელების განახევრება", - განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა.

ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს Pfizer-ის ან AstraZenecas ვაქცინების პირველი დოზები და მიუხედავად ამისა, სამი კვირის განმავლობაში მაინც დაინფიცირდნენ,  ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 38% და 49%-ით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც აცრა საერთოდ არ გაიკეთა. ამასთან, აცრებმა ასევე შეამცირა კორონავირუსის მწვავე სიმპტომების განვითარება 60-65%-ით.

"მიუხედავად სანუგეშო აღმოჩენისა, თუ თქვენ ვაქცინა გაიკეთეთ, მნიშვნელოვანია, რომ მოიქცეთ ისე, თითქოს ინფიცირებული ხართ", - განაცხადა PHE-ის იმუნიზაციის თავმჯდომარე, მერი რამსიმ.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში 57 000-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system