თავში

ვაქცინაციის შემდეგ ვლადიმერ პუტინს გვერდითი ეფექტები განუვითარდა

ვაქცინაციის შემდეგ ვლადიმერ პუტინს გვერდითი ეფექტები განუვითარდა
ვაქცინაციის შემდეგ ვლადიმერ პუტინს გვერდითი ეფექტები განუვითარდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კორონავირუსზე ვაქცინაციის შემდეგ მცირე გვერდითი ეფექტები გამოუვლინდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

”ვაქცინაციის შემდეგ მეორე დილით გავიღვიძე და კუნთებში მცირე ტკივილი ვიგრძენი. თერმომეტრი ავიღე და სიცხე გავიზომე... ტემპერატურა ნორმალური იყო ”, - განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, იგი ინექციის ადგილას მცირე ტკივილსაც გრძნობდა. 

ვლადიმერ პუტინი კორონავირუსზე 23 მარტს აიცრა, თუმცა სვა პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, მას აცრა საჯაროდ არ გაუკეთებია. პუტინმა არ დააკონკრეტა, სამი რუსული ვაქცინიდან რომელი პრეპარატით აიცრა.

რუსეთში კორონავირუსზე ვაქცინაციის კამპანია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე სრული ვაქცინაცია 4.3 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system