
კორონავირუსის ინდური შტამის მიმართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ყველა ვაქცინა ეფექტურია. ამის მიერ გამოცემა Deutsche Welle წერს.
ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექსპერტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გერმანულ-ამერიკული ფარმაცევტული კომპანია BioNTech/Pfizer-ისა და ბრიტანული კორპორაცია AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული ვაქცინები COVID-19-ის ინდური ვარიანტის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია.
გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ BioNTech/Pfizer-ის ეფექტურობა მის წინააღმდეგ პრეპარატის ორი დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ 88%-ს აღწევს, AstraZeneca-ს შემთხვევაში კი - 60%.
ამასთან, გამოცემა Hindustian Times იუწყება, რომ კორონავირუსის ინდური შტამის მიმართ ჩინური წარმოების ვაქცინებიც, მათ შორის, "სინოფარმი" და "სინოვაკი" ეფექტურია.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუს SARS-CoV-2-ის ე.წ. ინდურ შტამთან დაკავშირებით საფრთხის დონე გაზარდა.
საქართველოში კი კორონავირუსის ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას სწავლობენ.