თავში

ვაქცინების 83%-ს უმდიდრესი ქვეყნები ფლობს - ჯანმო

​ვაქცინების 83%-ს უმდიდრესი ქვეყნები ფლობს - ჯანმო
ვაქცინების 83%-ს უმდიდრესი ქვეყნები ფლობს - ჯანმო

დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები, სადაც დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მხოლოდ 17%-ს ფლობს, უმდიდრესი სახელმწიფოები კი - 83%-ს. ამის შესახებ კვლევებისა და ინოვაციების გლობალურ ფორუმზე ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს, რათა უთანასწორობის პრობლემა მექანიზმ COVAX-ისა და სხვა გლობალური ინიციატივების ფარგლებში მოგვარდეს", - განაცხადა მან.

გებრეისუსის თქმით საერთაშორისო საზოგადოებამ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობა უნდა გააფართოვოს და მასში სხვადასხვა პარტნიორობა და სამეცნიერო ჯგუფები ჩართოს.

"გლობალურ დონეზე გამოუყენებელი სამეცნიერო პოტენციალი არსებობს", - განაცხადა მან.

კვლევებისა და ინოვაციების გლობალურ ფორუმში, რომელიც ჟენევაში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მეცნიერები და გაერო-ს წარმომადგენლები მონაწილეობენ. დისკუსიების მიზანი COVID-19-თან ბრძოლის სფეროში ინოვაციური კვლევების დაჩქარების ხელშეწყობა და მათ შორის ყველაზე პერსპექტიულების მხარდაჭერაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system