თავში

ვაქცინების პატენტზე უარის თქმა არ იქნება საკმარისი - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

ვაქცინების პატენტზე უარის თქმა არ იქნება -
ვაქცინების პატენტზე უარის თქმა არ იქნება საკმარისი - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

COVID-19-ის ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე უარის თქმა საკმარისი არ იქნება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის მიწოდების უზარმაზარი სხვაობის შესამცირებლად. ამის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სამხრეთ აფრიკამ და ინდოეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდეს, რომ უარი ეთქვათ ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე, იმისთვის, რომ გაზრდილიყო წარმოება. ღარიბმა ქვეყნებმა, რომლებიც დედამიწის მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ, ვაქცინების დოზის მხოლოდ 17% მიიღეს, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შეაფასა როგორც "ვაქცინის აპარტეიდი".

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ინტელექტუალური საკუთრების უარის თქმის იდეას, მაგრამ ევროკავშირმა და სხვა განვითარებულმა ქვეყნებმა თქვეს, რომ ეს არ გაზრდის პროდუქციის წარმოებას.

ხუთშაბათს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ნგოზი ოკონჯო-იველამ თქვა, რომ აშკარაა, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება. მისი თქმით, საჭიროა საკითხის კომპლექსური განხილვა. არსებული წესების გვერდით ავლა კი უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს, ვიდრე სარგებელს.

როგორც WTO-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს, საჭიროა ლიცენზიის გაცემის წესი გამარტივდეს, თუმცა მწარმოებლებმა ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნონ. ასევე მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების სწრაფად გაცვლის საკითხიც. ამიტომ, მხოლოდ  ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე უარის თქმა საკმარისი არ იქნება ვაქცინების წარმოების გაზრდისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system