თავში

ვაქცინებმა COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულებში იმუნიტეტი გააძლიერეს

​ვაქცინებმა COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულებში იმუნიტეტი გააძლიერეს
ვაქცინებმა COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულებში იმუნიტეტი გააძლიერეს

ადამიანები, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, დაავადების წინააღმდეგ იმუნიტეტს პირველადი ინფიცირებიდან, სულ მცირე, ერთი წლის მანძილზე ინარჩუნებენ. ამასთან, გამოჯანმრთელებულების ვაქცინაცია უკვე შემუშავებულ იმუნიტეტს კიდევ უფრო აძლიერებს. ამის შესახებ როკფელერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს.

”COVID-19-იანი პაციენტების სისხლში არსებული ანტისხეულების ანალიზის შედეგად, როკფელერის მეცნიერებმა ამ ცვალებადი მოლეკულების ევოლუციის დადგენა. მათ აღმოაჩინეს, რომ ვაქცინაცია აძლიერებს იმუნიტეტს, რომელიც ამ ადამიანებს ინფიცირების დროს ბუნებრივად უვითარდებათ, იმდენად, რომ დიდი ალბათობით, ისინი ახალი ვარიანტებისგანაც კი დაცულები იქნებიან“, - ნათქვამია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კვლევაში.

მეცნიერები 63 პაციენტს აკვირდებოდნენ, რომლებმაც COVID-19– ით 2020 წლის გაზაფხულზე გადაიტანეს. მიღებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ დროთა განმავლობაში ანტისხეულები, რომლებიც იმუნური სისტემის B უჯრედების მიერ არის წარმოქმნილი, ყოველ ჯერზე SARS-CoV-2-ს უკეთ ანეიტრალებს.

ამავდროულად, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 26-კაციან ჯგუფში, ვინც COVID-19 ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა, ანტისხეულები გაძლიერდა იმ ვარიანტების მიმართ, რომლებიც დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში და ნიუ-იორკში გამოვლინდა.

მეცნიერთა აზრით, ანალიზის შედეგები მიუთითებს, რომ თანამედროვე ვაქცინებს შეუძლია იმუნიტეტის გაძლიერება, ასევე დამატებითი დაცვის უზრუნველყოფა იმ ადამიანებში, ვინც COVID-19 უკვე გადაიტანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system