თავში

ვაქცინის ერთი დოზაც კი 75%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს - BBC

ვაქცინის ერთი დოზაც კი 75%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს - BBC
ვაქცინის ერთი დოზაც კი 75%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს - BBC

ბრიტანელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ Pfizer-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზაც კი მკვეთრად ამცირებს მძიმედ დაინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკებს. ამის შესახებ BBC წერს.

ამასთან, ინგლისის ეპიდემიოლოგიური სამსახურის (Public Health England) ანალიტიკური მონაცემების თანახმად, ვაქცინის ეფექტურობა არ არის დამოკიდებული შტამზე. ინექცია ამცირებს საავადმყოფოში მოხვედრის შანსებს, როგორც "დელტა", ისე "ალფა" შტამებით ინფიცირების შემთხვევებში.

როგორც ცნობილია, რომ ვაქცინებს ოდნავ ნაკლები დაცვა აქვთ "დელტა" შტამის (ან ე.წ. ინდური შტამი) შემთხვევაში, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირების შანსს და არა იმის ალბათობას, რომ დაავადება მძიმე ფორმით განვითარდება.

როგორც ბოლოს გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ჩანს, ვაქცინის მეორე დოზა კიდევ უფრო საიმედოდ ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს - 90%-მდე. ამავე დროს, ორივე დოზა "დელტა" შტამზე ისეთივე ეფექტურად მოქმდებს, როგორც ვირუსის სხვა ვარიანტებზე.

ანგარიშში არაფერია ნათქვამი ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა უცხოური გამოცემები წერენ, რომ ამ შემთხვევაშიც დაცვა მაღალია.

ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 117,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 3,8 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო, 2,5 მილიარდზე მეტი ადამიანი უკვე აცრილია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system