თავში

ვაქცინის გამოყენებამდე კორონავირუსს შესაძლოა, 2 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლოს - ჯანმო

ვაქცინის გამოყენებამდე კორონავირუსს შესაძლოა, 2 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლოს - ჯანმო
ვაქცინის გამოყენებამდე კორონავირუსს შესაძლოა, 2 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლოს - ჯანმო

ეფექტური ვაქცინის შექმნამდე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, ორ მილიონამდე გაიზარდოს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა გააკეთა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ პანდემიის შეკავება არ მოხდება, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს.

„ცხრა თვის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის ინფექციას ერთ მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. შესაძლოა, კიდევ ცხრა თვე დაგვჭირდება ვაქცინის შექმნამდე და ამ პერიოდის განმავლობაში ვირუსმა, შესაძლოა, კიდევ ერთი მილიონი ადამიანი იმსხვერპლოს. თუმცა, უკვე ახლა ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რათა ადამიანები გადავარჩინოთ და სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაორმაგება არ დავუშვათ“, - განაცხადა მაიკლ რაიანმა.

ცნობისთვის, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად 984 590 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system