თავში

ვაქცინის უთანასწორო განაწილება მსოფლიო ეკონომიკას ანგრევს - ჯანმო

​ვაქცინის უთანასწორო განაწილება მსოფლიო ეკონომიკას ანგრევს - ჯანმო
ვაქცინის უთანასწორო განაწილება მსოფლიო ეკონომიკას ანგრევს - ჯანმო

კორონავირუსის ვაქცინების უთანასწორო განაწილება მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე დამანგრეველ გავლენას ახდენს. ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა დღეს, აბუ-დაბიში გამართულ ვიდეოკონფერენციაზე გააკეთა.

”მდიდარ ქვეყნებში ჩატარებულ ვაქცინაციასა და COVAX– ის მეშვეობით ღარიბ ქვეყნებში ჩატარებული ვაქცინაციის რაოდენობას შორის სხვაობა დღითიდღე იზრდება. კორონავირუსის ვაქცინების უთანასწორო განაწილება არა მხოლოდ მორალს ეწინააღმდეგება, არამედ დამანგრეველად მოქმედებს ეკონომიკაზე. ვიდრე ვირუსი ცირკულირებს, ხალხის დაღუპვა გაგრძელდება. ვაჭრობასა და მოგზაურობაში შეფერხებები მოხდება. ეკონომიკის აღდგენა კი გადაიდება", - განაცხადა გებრეისუსმა.

ჯანმო-ს ხელმძღვანელის თქმით, 36 ქვეყანას ამ დრომდე ვაქცინის არც ერთი დოზა არ მიუღია. 16 მათგანი COVAX– ის საშუალებით პირველ დოზებს, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system