თავში

ვალერი გერასიმოვი: NATO მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება

ვალერი გერასიმოვი: NATO მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება
ვალერი გერასიმოვი: NATO მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება

NATO-ს სამხედრო წვრთნები ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში და შავ და ბალტიის ზღვებში მიგვანიშნებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავცელებს.

გერასიმოვის თქმით, სამხედრო მოქმედებები იზრდება ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში და შავ და ბალტიის ზღვებში. მატულობს ბლოკის სამხედრო წვრთნების ინტენსიურობაც მატულობს.

„ალიანსი ცდილობს გაამყაროს თეზისი რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხესთან დაკავშირებით და რუსეთის ქმედებებს, რომლის მიზანიც უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, საფრთხედ განიხილავს. ქვეყნებზე (მათ შორის რუსეთზეც), რომლებიც დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ, უპრეცედენტო პოლიტიკური, ეკონომიკური და ინფორმაციული ზეწოლა ხორციელდება. ჩვენ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ,“, - აღნიშნა ვალერი გერასიმოვმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში სიტუაცია არასტაბილურია და მოვლენები სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, ამის მიზეზი კი, გერასიმოვის განმარტებით, დიდი ქვეყნების მისწრაფებაა, თავიანთი პრინციპები სხვა, დამოუკიდებელ ქვეყნებს მოახვიონ თავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system