თავში

ვან გოგის ჩანახატი 10,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

ვან გოგის ჩანახატი 10,4 მილიონ დოლარად გაიყიდა
ვან გოგის ჩანახატი 10,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

ვინსენტ ვან გოგის ჩანახატი "ახალგაზრდა იაპონელი გოგო" ნიუ-იორკში Christie's-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად, 10,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ცნობილია, რომ ეს არის მხატვრის ესკიზებისთვის ყველაზე მაღალი ფასი.

თავდაპირველად ჩანახატის ფასი 7-10 მილიონი დოლარი იყო. მხატვარმა ეს ესკიზი 1888 წელს შექმნა. ვან გოგი შთაგონებული იყო იაპონური ხელოვნებითა და ფრანგი მწერლის პიერ ლოტის რომანით "მადამ ქრიზანთემა".

ცნობილია, რომ ჩანახატი "ახალგაზრდა იაპონელი გოგო" ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეაში ინახება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system