თავში

ვან გოგის დღემდე უცნობ ნახატს აუქციონზე გაყიდიან

ვან გოგის დღემდე უცნობ ნახატს აუქციონზე გაყიდიან
ვან გოგის დღემდე უცნობ ნახატს აუქციონზე გაყიდიან

ცნობილი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, რომელიც არასოდეს ყოფილა გამოფენილი, პარიზში Sotheby's აუქციონზე გაიყიდება. მანამდე კი მას საფრანგეთის დედაქალაქში, ასევე ამსტერდამსა და ჰონგ-კონგში გამოფენენ.

გამოცემის ინფორმაციით, ტილო სახელწოდებით „ქუჩის სცენა მონმარტრზე“ მხატვარმა 1887 წელს შექმნა, როდესაც პარიზში თავის ძმასთან, თეოსთან ერთად ცხოვრობდა. 1920 წლის შემდეგ ის კერძო კოლექციაში ინახებოდა, რის გამოც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

წინასწარი შეფასებით, ნახატის ფასი 5–8 მილიონი ევროა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system