თავში

ვან გოგის მუზეუმში მხატვრის აქამდე უცნობი ესკიზი გამოიფინება

​ვან გოგის მუზეუმში მხატვრის აქამდე უცნობი ესკიზი გამოიფინება
ვან გოგის მუზეუმში მხატვრის აქამდე უცნობი ესკიზი გამოიფინება

ამსტერდამის მუზეუმში, რომელიც ვინსენტ ვან გოგის სახელს ატარებს, საზოგადოება პირველად იხილავს ფანქრის ესკიზს, რომელზეც მისი ხელმოწერაც არის. ინფორმაციას ВBC ავრცელებს.

სავარაუდოდ, ეს ნახატ "გაცვეთილის" ესკიზია, რომელიც ასევე მუზეუმის ექსპოზიციაში ინახება. მასზე გამოსახულია მოხუცი, რომელიც ხის სკამზე მოხრილი ზის და თავი ხელებში აქვს ჩარგული. ესკიზი, რომელიც 1882 წლის ნოემბერში, მხატვრის კარიერის დასაწყისში გაკეთდა, 1ნიდერლანდების კერძო კოლექციაში 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახებოდა და მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეების ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი.

”ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიზიტორებს ეს ადრეული ნახატი და მისი ისტორია გავუზიაროთ”, - ამბობს მუზეუმის დირექტორი ემილი გორდენკერი.

ესკიზი, რომლის მფლობელს ანონიმურად დარჩენა სურდა, გამოფენილი 2022 წლის 2 იანვრამდე იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system