თავში

ვან გოგის პირველი "დრაივ ინ" მუზეუმი გაიხსნა - PHOTO

ვან გოგის პირველი "დრაივ ინ" მუზეუმი გაიხსნა
ვან გოგის პირველი დრაივ ინ მუზეუმი გაიხსნა - PHOTO

კანადაში, ჰოლანდიელი მხატვრის, ვან გოგის პირველი "დრაივ ინ" მუზეუმი გაიხსნა. 

გამოფენის თანადამფუძნებელის, კორი როსის განცხადებით, ეპიდემიამ დამაარსებლებს საშუალება მისცა თვალსაწიერი გაეფართოებინათ და უფრო კრეატიულად ეაზროვნათ. 

დრაივ მუზეუმის საშუალებით მხატვრის ნამუშევრების დათვალიერებას ერთდროულად 10 ავტომობილში მყოფი ადამიანები შესძლებენ.

მუზეუმი ტორონტოში ერთ-ერთ საწყობში მდებარეობს. საგამოფენო სივრცე ორ ნაწილად იყოფა - მანქანით მისული ვიზიტორებისა და უავტომობილო მნახველებისთვის,  ვისაც ტრადიციული გამოფენები იტაცებს. 

სანახაობის დაწყებამდე აუცილებელია, დამთავლიერებლებმა მანქანის ძრავი გამორთონ. სანახაობა კი მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system