თავში

ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, მარადონა გულის გარეშე დაკრძალეს

​ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, მარადონა გულის გარეშე დაკრძალეს
ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, მარადონა გულის გარეშე დაკრძალეს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გულის გარეშე დაკრძალეს. ამის შესახებ, როგორც გაზეთი Marca იტყობინება, ჟურნალისტმა ნელსონ კასტრომ წიგნში La Salud de Diego ("დიეგოს ჯანმრთელობა") დაწერა.

"იყო კლუბის ჰიმნასია და ესგრიმა ლა პლატას" რადიკალური გულშემატკივრების ჯგუფი (მარადონა კლუბს 2019 წლიდან 2020 წლამდე წვრთნიდა), რომლებიც მისი გულის ამოღებას აპირებდნენ. ეს არ მომხდარა, რადგან ხალხმა გულშემატკივრების განზრახვების შესახებ შეიტყო და მარადონას გული წინასწარ ამოიღო", - ციტირებს კასტროს გაზეთი Marca.

ჟურნალისტის თქმით, ამის კიდევ ერთი მიზეზი ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზების შესწავლის აუცილებლობა.

კასტროს თქმით, მარადონა იყო დამოკიდებული ყველაფერზე, რაც მას ანადგურებდა და ნებისმიერი სხვა მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანი გაცილებით ადრე მოკვდებოდა.

"მარადონას გული ნახევარ კილოგრამს იწონიდა, ძალიან დიდი გული იყო. გული ჩვეულებრივ 300 გრამს იწონის. დიახ, ის სპორტსმენი იყო და მათ ჩვეულებრივ უფრო დიდი გული აქვთ, ვიდრე სხვებს, მაგრამ აქ სხვა მიზეზი იყო. მიზეზი გულის უკმარისობაა“, - დასძინა კასტრომ.

დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა, რამაც ფილტვის შეშუპება გამოიწვია. არგენტინის პროკურატურა მარადონას ექიმების შესაძლო დაუდევრობას იძიებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system