თავში

ვარშავას ეროვნული სტადიონი დროებით საავადმყოფოდ გადაკეთდება

ვარშავას ეროვნული სტადიონი დროებით საავადმყოფოდ გადაკეთდება
ვარშავას ეროვნული სტადიონი დროებით საავადმყოფოდ გადაკეთდება

პოლონეთის მთვარობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქ ვარშავას ეროვნულ სტადიონზე კორონავირუსით ინფიცირებულთა დროებითი საავადმყოფო გაიხსნება. ამის შესახებ The Star წერს.

ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში, ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ექიმების თქმით, საავადმყოფოში საწოლებისა და სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია.

სტადიონის საკონფერენციო ოთახები, რომელიც დროებით საავადმყოფოდ გადაკეთდება, 500 პაციენტზეა გათვლილი, ხოლო საჭიროების შემთვევაში იქ 1000-მდე საწოლის განთავსებაა შესაძლებელი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოლონეთის სხვა რეგიონებიც დროებითი საავადმყოფოს გახსნაზე მუშაობენ.

ამ კვირის დასაწყისში პოლონეთის მთავრობამ  მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ქვეყანაში სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები დაიხურა. სკოლისა და უნივერსიტეტის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

პოლონეთის მთავრობა აცხადებს, რომ ის ყველანაირად ცდილობს სრული ჩაკეტვა თავიდან აიცილოს, მაგრამ ექსპერტების თქმით, თუ სიტუაცია კრიტიკულად წარიმართა ჩაკეტვა გარდაუვალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system