თავში

ვარშავაში ათობით აქტივისტი, მათ შორის, ერთი სენატორი დააკავეს

ვარშავაში ათობით აქტივისტი, მათ შორის, ერთი სენატორი დააკავეს
ვარშავაში ათობით აქტივისტი, მათ შორის, ერთი სენატორი დააკავეს

პოლონეთის დედაქალაქში გამართულ აქციაზე ათობით ადამიანი, მათ შორის, ერთი სენატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ვარშავაში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმოამდგენლები არიან, ისინი კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ, ვინაიდან ამით მეწარმეებსა დიდი მატერიალური ზიანი ადგებათ.

სააგენტოს ცნობით, შეკრება უკანონო იყო, ვინაიდან ორგანიზატორებს აქციის გამართვის თაობაზე შესაბამისი უწყებებისათვის არ უცნობებიათ.

პოლიციამ მომიტინგეების მიმართ ცრემსადენი გაზი გამოიყენა.

დაკავებულთა შორის არის ოპოზიციური "სამოქალაქო პლატფორმის" პარტიის სენატორი, ჟაკეკ ბური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system