თავში

ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა

ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა
ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა

ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა. პრეზიდენტობის თანამდებობა, მეორე ვადით ანჯეი დუდამ დაიკავა.

სიტყვის გამოსვლისას მან ნატო-ს მოკავშირეებთან და განსაკუთრებით აშშ-თან თანამშრომლობის განმტკიცებაზე გაამახვილა ყურადღება.

ანჯეი დუდამ კორონავირუსის გამო ერთი თვით გადაწეულ არჩევნებში გაიმარჯვა. ინაუგურაციას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ დაესწრო, რამდენიმე მათგანი კი პროტესტის ნიშნად "ლგბტ" დროშის ფერებიან ტანისამოსში გამოწყობილი მივიდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პოლონეთში დამატებით 1000 ამერიკელი სამხედრო განლაგდება. 

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა  „ლგბტ იდეოლოგიას“ კომუნიზმზე უარესი უწოდა და "ლგბტ" წყვილებისთვის ბავშვის აყვანის აკრძალვის შესახებ  ინიციატივით გამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system