თავში

ვაშინგტონში არეულობების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა

ვაშინგტონში არეულობების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა
ვაშინგტონში არეულობების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა

ვაშინგტონის მერმა მურიელ ბოუზერმა, საპროტესტო აქციების გამო, ქალაქში ერთი დღით კომენდანტის საათი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN აცრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაადგილების შეზღუდვა ვაშინგტონში ადგილობრივი დროით 6 იანვრის 18:00 საათიდან 7 იანვრის 06:00 საათამდე იმოქმედებს.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დღეს უნდა დაემტკიცებინა, რომლის თანახმად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოცხადდა. ყოველივე ამის ფონზე, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system